ახალციხის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეეზღუდება. ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ინფორმაციით, 2 ივნისს რაბათის დასახლებასა და ივანე ახალციხელის ქუჩაზე, წყალმომარაგება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიზღუდება.
“ძვირფასო აბონენტებო, შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალი გატყობინებთ, რომ მიმდინარე წლის 2 ივნისს, რაბათის დასახლებასა და ივანე ახალციხელის ქუჩაზე შეიზღუდება წყალმომარაგება, რადგან ხდება ძველი ქსელიდან ახალ ქსელზე გადართვა. კომპანია ბოდიშს გიხდით სამუშაოებიდან გამოწვეული შეფერხებისათვის” – ნათქვამია ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ განცხადებაში.
თიკო კურტანიძე
You must be logged in to post a comment.