”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელი კარატისტები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

13321736_486690754868175_4706965728559681924_n

ანზორ დარბაიძე (მარცხნივ)

შიტოკაი შიტორიუ კარატე დოს ახალციხელმა სპორტსმენებმა საქართველოს რიგით მეოთხე ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.

კარატისტებმა, ანზორ დარბაიძემ და ოთარ გიგოლაშვილმა, ქვეყნის მასშტაბით, პირველობა მოიპოვეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

გარდა ამისა, ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 6–მა სპორტსმენმა, ხოლო ბრინჯაოს მედალი – 5–მა ახალციხელმა კარატისტმა აიღო.

ჩემპონატი ბოლნისში 29 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით, 80–მდე მონაწილემ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მიიღო.

13332860_954956881287733_3655527696073348927_n

ავთანდილ გვირჯიშვილი

ანზორ დარბაიძისა და ოთარ გიგოლაშვილის გარდა, საქართველოს ჩემპიონი გახდა, წარმოშობით ახალციხელი ცხრა წლის ავთანდილ გვირჯიშვილიც, რომელმაც 30 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა. პატარა სპორტსმენმა საქართველოს ჩემპიონატზე თბილისის სახელით იასპარაზა.

თიკო კურტანიძე 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე