”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში, საბრძოლო ტექნიკის გამოფენა რეგიონისა და ქალაქის პირველმა პირებმა დაათვალიერეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში საბრძოლო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრმა, საბრძოლო ტექნიკა და აღჭურვილობა გამოფინა.

წელს, პირველად ქართული წარმოების –  ,,დელტას“  საბრძოლო აღჭურვილობის ელემენტებიცაა წარმოდგენილი. გამოფენა 18:00 საათამდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში, სპორტული და კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ ძირითად ნაწილს ახალციხის ციხე უმასპინძლებს, თუმცა, ღონისძიებები გაიმართება ხელოვნური ტბის ტერიტორიაზეც.

საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა რეგიონისა და ქალაქის პირველმა პირებმაც დაათვალიერეს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე