თამარშვილის ქუჩაზე სტიქიის შედეგებს ითვლიან. მაშველები სახურავის ნარჩენებისგან ტერიტორიას მეორე დღეა ასუფთავებენ.
რვასართულიანი კორპუსის ბოლო სართულის მაცხოვრებლები „მეცხრე არხთან“ ამბობენ, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში ისინი არიან, რადგან წვიმის წყალი მათთან ორი დღეა ჩადის.
ახალციხის მერის მოადგილის თქმით, მერიის თანამშრომლები ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობენ. მიმდინარეობს ხარჯების დაანგარიშება, რომლის მიხედვითაც კორპუსის გადახურვითი სამუშაოები უმოკლეს დროში დაიწყება. კითხვაზე, მოხდება თუ არა წვიმისგან დასაცავად საცხოვრებლის დროებითი გადახურვა – ზაზა გელაძის თქმით, დროებითი სამუშაოების ჩატარება ვერ მოხერხდება.
ძლიერმა ქარმა თამარაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი 23 მაისს დაახლოებით 20:00 საათზე გადახადა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებულია ეზოში მდგარი ავტომობილები და ელექტოგადამცემი ხაზები. 500–მდე აბონენტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.