”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ე.წ. ბაკურიანის მიწების საქმეზე, თაღლითობის მუხლით დაკავებული ვლადიმერ ჩახალიანი თავისუფალია

ე.წ. ბაკურიანის მიწების საქმეზე, თაღლითობის მუხლით დაკავებული ვლადიმერ ჩახალიანი თავისუფალია. იგი მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა, 25 000 ლარისა და 4–წლიანი პირობითი სასჯელის სანაცვლოდ, ახალციხის რაიონული სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლა.

ჩახალიანს ბრალი ბაკურიანში, მიწის ორი ნაკვეთის თაღლითური გზით დარეგისტრირებაში ედებოდა. იგი 20 აპრილს დააკავეს და მე–8 საპყრობილედან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც თავი დამნაშავედ ცნო და საპროცესო შეთანხმების გაფორმება გადაწყვიტა.
ვლადიმერ ჩახალიანი მეოთხეა, ვინც აღნიშნული საქმის გამო, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დააკავეს. ოთხივე მათგანი მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და მათზე რეგისტრირებული მიწის სახელმწიფოსთვის დაბრუნება გადაწყვიტეს.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 20/05/2016 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე