”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალქალაქისა და ნინოწმინდის სკოლების ნაწილში მანდატურები შევიდნენ

13246369_1248916528459423_931003020965015642_o.jpgახალქალაქისა და ნინოწმინდის რამდენიმე დიდკონტიგენტიან საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ისინი სკოლებს პირადად წარუდგინეს. უწყების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, მანდატურის სამსახური სამცხე–ჯავახეთის კიდევ რამდენიმე სკოლაში ამოქმედდება.

შერჩეულმა კანდიდატებმა, პოლიციის აკადემიაში, მანდატურთა მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა და ფსიქოლოგიური მომზადების კურსი გაიარეს. ამ ეტპზე, ათას ორასზე მეტი მანდატური საქართველოს 428 საჯარო და 4 კერძო სკოლაში, 3 პროფესიულ სასწავლებელსა და 1 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე