”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მესხური ვაზის 400 ნერგი ვარძიისა და წუნდის ტერიტორიაზე დაირგო

VAZIS DARGVA.jpg

ასპინძის მუნიციპალიტეტის ფოტო

ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა თმოგვისა და ნაქალაქევის სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ვარძიისა და წუნდის ტერიტორიაზე მესხური ვაზის 400 ნერგი დარგეს. აღნიშნული ტერიტორიის გარდა, ვაზის ნერგები ახალციხესა და უდეშიც დაირგო.

საქართველოს საპატრიარქოსა და – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი ვაზის ჯიშები გაშენდება. ცენტრმა დაკარგული ჯიშები მოიძია და აღადგინა მესხეთშიც.

ვაზის ნერგები ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა 13 მაისს აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აკურთხა.

მესხური ვაზის 1000-მდე ნერგი ახალციხეში, ვარძიაში, წუნდასა და უდეში გაშენდება, საიდანაც  შემდეგ მათი გამრავლება მოხდება.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე