”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალქალაქში საჯარო მოხელეებზე 117 120 ლარის პრემია–დანამატი გაიცა

axalqalaqi_gerbi.jpgახალქალაქის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებზე 2016 წელს პრემიები და დანამატი გაიცა. “მეცხრე არხის” მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული პრემია 81 850 ლარს შეადგენს, შტატგარეშე თანამშრომლებზე – 3 170 ლარს.

რაც შეეხება 2016 წელს  ახალქალაქის საკრებულოს თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებს, თანხამ 29 210 ლარი შეადგინა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლებმა 1 390 ლარის პრემია მიიღეს.

დოკუმენტის თანახმად, ახალქალაქის გამგეობა–საკრებულოში დანამატი გაიცა მხოლოდ ერთჯერ, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, რომელმაც ჯამში 1 500 ლარი შეადგინა.

მთლიანად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში გაცემული პრემია–დანამატების საერთო ჯამი 117 120 ლარია.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე