”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 44 254 ლარის პრემია და დანამატი გაიცა

adsda

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, 2016 წლის ოთხ თვეში გაცემული პრემიისა და დანამატის შესახებ ინფორმაცია ,,მე–9 არხმა“ ოფიციალურად გამოითხოვა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აპრილის თვეში, სააღდგომო პრემია როგორც შტატით გათვალისწინებულ, ისე შტატგარეშე თანამშრომლებზე გაიცა. თანხამ სულ 20 910 ლარი შეადგინა.

სააღდგომო პრემია არ აუღია სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს.

პრემიის გარდა, იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში გაიცა სახელფასო დანამატიც. ჯამში 23 344 ლარის ოდენობით. დანამატს ძირითადად, შტატით გათვალისწინებული თანამშრომლები იღებდნენ.

დანამატის სახით გაცემული თანხა თვების მიხედვით:

იანვარი             2 950 ლარი

თებერვალი     8 680 ლარი

მარტი              8 775 ლარი

აპრილი           2950 ლარი

რუსუდან გვარამაძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე