ბორჯომის ხეობაში, სოფელი დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის მონაკვეთზე 500 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა PITA ახალგაზრდული ცენტრისა და World Vision Georgia-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის სასკოლო კლუბის წევრებმა მიიღეს. ინიციატივა სწორედ აღნიშნულ ორ ორრგანიზაციას ეკუთვნის, რომელიც საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით განახორციელეს.
გამწვანების აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულები წაღვერის ეკო კლუბის, სხვადასხვა ბიზნეს და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ღონისძიება ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამა PITA-ს ფარგლებში დაიგეგმა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია UNAG, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროგრამის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირია.”
თიკო კურტანიძე
You must be logged in to post a comment.