”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

წყალთბილა-ნაოხრების გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

13064553_1141256342592541_7850381495075024009_o (1).jpgწყალთბილა-ნაოხრების გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 430 მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო. სარწყავი არხების გადაკვეთის ადგილებზე კი მილხიდები მოეწყო.

წყალთბილა-ნაოხრების გზის მონაკვეთი, წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.

გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე