”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერიისა და შსს–ს წინააღმდეგ ადვოკატი სარჩელს თავიდან შეიტანს

მიწის ფართობის უკანონოდ მითვისებასთან დაკავშირებით, მოქალაქე ელგუჯა მაზმიშვილის სარჩელი ადვოკატმა ახალციხის რაიონული სასამართლოდან უკან გაიტანა. როგორც ნუგზარ სამარჯიშვილმა მედიასთან განმარტა, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, სარჩელის ვადის ამოწურვამდე, მორიგებასთან დაკავშირებული პროცდურები ვერ ესწრება, ამიტომ იგივე მოთხოვნებით ადვოკატი სარჩელს თავიდან შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ მოსარჩელე მაზმიშვილის საკუთრება – 19 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის მშენებლობის დროს, მეპატრონესთან შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე, შსს–ს ბალანსზე გადავიდა.

ელგუჯა მაზმიშვილი სახელმწიფოს მხრიდან ალტერნატიულ მიწის ფართს მოითხოვს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე