”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძაში რეგიონული სარაგბო კლუბი “ტაო” ფუძნდება

ragbi.jpgსამცხე-ჯავახეთში  რეგიონული კლუბი „ ტაო“ ფუძნდება. იგი პირველი სარაგბო გუნდი იქნება საქართველოში, რომელსაც  ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უჭერენ მხარს.

გუნდის დაფუძნებასთან დაკავშირებით,  12 მაისს, 15:00 საათზე, ასპინძაში ღონისძიებები გაიმართება. იგი  ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის ბავშვთა  გუნდების სარაგბო ფესტივალით დაიწყება. მის ყველა მონაწილეს რაგბის კავშირის პრეზიდენტი – გოჩა სვანიძე, სამახსოვრო სიგელებს გადასცემს.

ღონისძიება კლუბ „ტაოს“ წარდგენით გაგრძელდება.

მოწვეულ სტუმრებს და კლუბის დამფუძნებლებს – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, ახალციხის მერს, ახალციხის ადიგენის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ასპინძის გამგებლებს „ტაოს“  პრეზიდენტი, ირაკლი გვენეტაძე სამომავლო გეგმებს გააცნობს.

კლუბის დაფუძნების მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რაგბის ახალ საფეხურზე აყვანა და პოპულარიზაცია. ამ კლუბის დაარსებით საქართველოში  ახალ ტრადიციას ეყრება საფუძველი – რეგიონული სარაგბო გუნდი მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება მხარდაჭერილი.

 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე