”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ძლიერმა სეტყვამ სოფელ მუსხში, ნათესები და ნარგავები დააზიანა

13151820_622564604572665_7920248932477067397_n
დღეს, 10 მაისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი მუსხი დაისეტყვა. უხვმა ნალექმა, ადგილობრივების ნათესები და ნარგავები და სოფლის შიდა გზები დააზიანა.

ადგილზე იმყოფება ,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი. ჩვენი ჟურნალისტის ინფორმაციით, დატბორილია რამდენიმე მოსახლის სარდაფი და საქონლის სადგომი.

გამგებლის წარმომადგენელი ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბობს, რომ სეტყვას სოფლისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყებენია. ემზარ ოქრომელიძის თქმით, მუსხში არსებული სიტუაციის შესახებ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას უკვე შეატყობინა. ზარალის დასათვლელად, სოფელში თვითმმართველობის წარმომადგენლებს ელიან.

13165994_622564651239327_5458050519290610867_n13165821_622564631239329_8795471822940531840_n

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე