”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამივე “ჰიუნდაი”–ს მფლობელი ცნობილია

32231.jpgჰიუნდაის მარკის სამი ავტომობილიდან ერთი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის მკვიდრმა, ერთი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის მაცხოვრებელმა  და ერთიც რუსეთში მცხოვრებმა, წარმოშობით სხვილისელმა  მოჭიდავემ მოიგო.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებით გოგა აფრიამაშვილმა იასპარეზა, 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში – ზვიად მეკეიძემ, ხოლო აბსოლუტურ წონით კატეგორიაში არუთუნ ბილბარიანმა.

შეჯიბრი ჭიდაობაში, სოფელ პამაჯში სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა. მასში სპორტსმენები და მოყვარული მოჭიდავეები სამცხე–ჯავახეთიდან ჩაერთვნენ. პირველობისათვის სამი დღის განმავლობაში 400–მდე ახალგაზრდა სხვადასხვა წონით კატეგორიაში იბრძოდა.

სახალხო დღესასწაული სურბ გევორქი წელს გრანდიოზულად აღინიშნა. სოფელ პამაჯში სპორტული და კულტურული ღონისძიებები მოეწყო, გარდა ამისა, სტუმრებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნება უფასოდ შეეძლოთ. სპორტული აქტივობისთვის დაწესებული პრიზებიდან ყველაზე მიმზიდველი, პირველ ადგილზე გასული მოჭიდავეებისთვის „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილები იყო.

სახალხო დღესასწაულს ორგანიზება და სპონსორობა წარმოშობით ადგილობრივმა ბიზნესმენმა აშოტ ბაბოიანმა გაუწია. მისივე ინიციატივით დაწესდა აღნიშნული  პრიზებიც.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე