”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის თემში მცხოვრებ ვეტერანებს 9 მაისი მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიულოცეს

ახალციხის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტრანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ოჯახებში ესტუმრნენ. მათ ტკბილეული, ყვავილები და სასაჩუქრე პაკეტი გადასცეს. გარდა ამისა, ვეტერანებს პირად ანგარიშზე გამგეობისგან 200 – 200 ლარი ჩაერიცხათ. ადგილობრივი ხელისუფლების საჩუქრების გარდა, მათ საქართველოს პრემიერ მინისტრისგან პერსონალური მისალოცი ბარათები და ფულადი ჯილდო 600 ლარის ოდენობით გადაეცათ.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხის სოფლებში ღონისძიებებით აღინიშნა.
მუნიციპალიტეტში სულ 15 ვეტერანია.

სოფლებში არსებულ ობელისკებზე ზრუნვა გამგეობამ 2015 წლიდან დაიწყო. ზაზა მელიქიძის თქმით, დაღუპულ გმირთა მემორიალის განახლება წელს ვალეში მიმდინარეობს.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე