”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

2016 წლის ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებელთა საგნის გამოცდის განრიგი ცნობილია

gamocdebimasw.-cr-739x428.jpg2016 წლის ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებელთა საგნის გამოცდის განრიგი გამოქვეყნდა. პედაგოგებისთვის გამოცდები 8 ივლისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. მასწავლებლები 8 ივლისს შემდეგ საგნებს ჩააბარებენ:  ინგლისური ენა – წერითი ნაწილი; რუსული ენა – წერითი ნაწილი; გერმანული ენა – წერითი ნაწილი; ფრანგული ენა – წერითი ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სპორტი; მუსიკა.

9 ივლისს:  ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი; რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი; გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი; ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი.

10 ივლისს: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი.
11 ივლისს: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV); ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI); ბუნებისმეტყველება (I-VI).

12 ივლისს: ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII); მათემატიკა (I-VI); მათემატიკა (VII-XII).

13 ივლისს: ფიზიკა; ბიოლოგია; ქიმია; გეოგრაფია; ისტორია; სამოქალაქო განათლება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე