”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მამა გიორგი ქურდაძე: “წმინდა გიორგი ყოველთვის მფარველობდა ჩვენს ერს”

მართლმადიდებლები 6 მაისს გიორგობას აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.

საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი  რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ კი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა.

წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.

წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 06/05/2016 by in რელიგია and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე