”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა

gamgeobaახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა. საკრებულოს აპარატში განაცხადი არ შევიდა.

გერბისა და დროშის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 1 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, გარდა კომისიაში შემავალი პირებისა.

კონკურსანტებს საკრებულოს აპარატში ნამუშევრების წარდგენის უფლება 1 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, 18:00 საათამდე ჰქონდათ.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.  გამარჯვებული ახალციხის გამგეობისგან 1 000 ლარს მიიღებს.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე