”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აწყურის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

13131095_1137324332985742_6660507214947536420_o.jpgახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამ ეტაპზე, სოფელში  სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ამორტიზებული მილსადენის ნაცვლად ახალი პლასმასის მილსადენის, მცირე საინჟინრო ნაგებობების, ჰაერგამშვები ვანტუზებისა და გამრეცხი ჭების მოწყობა.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გონიო“ ახორციელებს.

 

13147454_1137323669652475_6920215424828190901_o.jpg

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე