იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა. უწყების ინფორმაციით, უფასო აქცია „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“–ის ფარგლებში განხორციელდება, რაც პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს.
„2015 წლის ოქტომბრიდან მოქმედი „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი-2“, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ საქართველოს, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ყველაზე ხარისხიანი საარჩევნო სია ექნება“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
You must be logged in to post a comment.