”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის თემის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 9%–ით შესრულდა

ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში თემის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. აწედან საკრებულოს წევრებმა ორი საკითხი შეაფასეს, ორი კი დაამტკიცეს.

დეპუტატებმა კენჭი უყარეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს #46–ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანას. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, ცვლილება თანხების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გადანაწილებას შეეხო.

საკრებულოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ახალ ხაზოვან ნაგებობებზე გადასახადის დაწესების თაობაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გელა ლომიძემ, საკრებულოს წევრებს, 2015 წლის ბიუჯეტისა და 2016 წლის I კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა. მისივე თქმით, შემოსავლების ნაწილი 14 %–ით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 9 % –ით შესრულდა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 28/04/2016 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე