”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ ზიკილიასთან ქალის ცხედარი იპოვეს

polic.jpgახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიასთან 55 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. მოსახლეობა ამბობს, რომ გარდაცვლილის სხეული მდინარემ ხიდთან ახლოს გამორიყა.

ქალის ვინაობა დადგენილია. იგი სოფელ წნისში ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

„თანასოფლელებმა დაინახეს, როგორ გადახტა დილით აღნიშნული პიროვნება წყალში. მდინარემ ზიკილიაში გამორიყა“ – აცხადებს გამგებლის წარმომადგენელი კლდის ტერიტორიულ ერთეულში ვლადიმერ კურტანიძე.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

ქალბატონის ცხედარს ახალციხის რაიონულ პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდება.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს. რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე