ახალციხეში სამსახურებს შორის მინიფეხბურთში ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირში გამარჯვება კომპანია „დელტა ნეტის“ გუნდმა მოიპოვა. დასკვნით მატჩში მათ, მოწინააღმდეგე სუპერმარკეტ „სმარტის“ გუნდი, დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხეს.
შეხვედრის ბოლოს ღონისძიების ორგანიზატორმა გელა მაისურაძემ პირველსა და მეორე ადგილზე გასული გუნდები თასებით, მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები, რომლბსაც საჩუქრები გადაეცათ.ტურნირში მონაწილეობა თორმეტმა გუნდმა მიიღო. ჩემპიონატს ორგანიზება სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაუწია.