”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მხარის გუბერნატორმა ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

ახალციხის მაღალმთიან სოფლებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შიდა გზის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სოფელ ნაოხრებში, სადაც 430 მეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონი იგება, ეწყობა ღია და დახურული სანიაღვრე არხები, გვერდულები კი სპეციალური მოსაპირკეთებელი ინერტული მასალით შეივსება. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 128 ათასი ლარით ფინანსდება.

ასფალტო-ბეტონის საფარის დასაგებად გზის საფუძვლის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია ახალციხე- წყრუთი-ანის, წყრუთი-ჭვინთა-ელიაწმინდისა და სოფელ მუსხის საავტომობილო გზებზეც.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში 2 043 200 ლარის 8 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი და ჯამში 10 კილომეტრი სიგრძის გზა მოწესრიგდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის გამგებელი ზაზა მელიქიძე ადგილზე გაეცნენ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე