”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობის პროექტს ადიგენის გამგეობასთან ათანხმებენ

13077087_1099489883472755_7134464892382986016_n.jpgბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის, გოდერძი–ზარზმის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისთვის პროექტი შესათანხმებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შევიდა.
აღნიშნულს ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე შესაბამის სამსახურებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარის, სანიაღვრე არხების, ხიდების, გაბიონებისა და მილხიდების მოწყობა იგეგმება. 

ადიგენის გამგეობის ინფორმაციით, ღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, როგორც სამცხე-ჯავახეთისა და ზემო აჭარის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. აღმოსავლეთ საქართველო ადიგენის გავლით გაცილებით მოკლე გზით დაუკავშირდება აჭარის რეგიონს, რაც მუნიციპალიტეტს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

13096343_1099489990139411_6827064394723875075_n.jpg

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე