”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში სომეხთა გენოციდიდან 101–ე წლისთავი აღნიშნეს

ახალციხეში ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ სომეხთა გენოციდი კიდევ ერთხელ გაიხსენა. 101–ე წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივებმა “ხაჩქარამდე” ფეხით მსვლელობა მოაწყეს. ქვის ჯვართან შეკრებილებმა გენოციდის მსხვერპლთათვის პანაშვიდი გადაიხადეს.

ქალაქში ჩირაღდნებით მსვლელობა მოეწყო 23 აპრილსაც.  ისინი აღნიშნულ რიტუალს ყოველწლიურად ასრულებენ.  

101 წლის წინ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და ხაჩქარი გვირგვინით შეამკო ქალაქ ახალციხის მერმა. „სომეხი ერის ტკივილი ჩვენი ტკივილია“ – აღნიშნა გიორგი კოპაძემ.

1915 წლის 24 აპრილს  კონსტანტინეპოლში სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო, რამაც სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა  პლეადის მთლიანი განადგურება გამოიწვია. დაკავებულთა სიაში  სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და პროფესიის ხალხი: მწერლები, მსახიობები, მომღერლები, მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, პოლიციელები და რელიგიური ლიდერები მოხვდნენ; ერთადერთი ფაქტორი, რომლითაც ისინი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი იყო — ეროვნება და საზოგადოებრივი მდგომარეობა.

სომეხი მოსახლეობის განადგურება 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა . სამი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა. დაახლოებით, ამდენივე კი  მთელს მსოფლიოში გაიფანტა.

20–მდე ქვეყანამ 1915 წელი სომეხთა გენოციდად აღიარა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე