”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ფერმერთა ეროვნული კონგრესისთვის სამცხე–ჯავახეთში დელეგატები შეირჩნენ

ფერმერთა მეორე ეროვნული კონგრესისთვის სამცხე–ჯავახეთიდან დელეგატები შეირჩნენ.  ისინი კონგრესზე მთავრობის წევრებს შეხვდებიან და აგროსფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ.

,,ეროვნული სასურსათო უსაფრთოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერთა მხარდაჭერა” – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც დელეგატების შერჩევა ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. 150 წარმომადგენელი საკუთარ ქალაქს რვა რეგიონიდან წარადგენს.

პროექტის ორგანიზატორის რუსუდან თაბუკაშვილის თქმით, ფერმერთა მეორე ეროვნული კონგრესი თბილისში 2 ივნისს გაიმართება.

ღონისძიებას ორგანიზებას ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზცია „ოქსფამი“ ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ პარტნიორობით უწევს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე