”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მუსხში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

musxiსოფელ მუსხში 1 200 მეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის დამუშავება, მიწის ვაკისის მოშანდაკება მექანიზებული წესით, შემასწორებელი ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.

პროექტით გათვალისწინებულია, 10 სმ სისქის საფუძვლის მოწყობა ქვიშა-ღორღოვანი ფენით, თხევადი ბიტუმის და 5 სმ სისქის ასფალტო-ბეტონის დასხმა , 3 სმ სისქის წვრილმარცვლოვანი ბეტონის დაგება.

ასწევე, იგეგმება გზიდან ეზოების შესასვლელამდე მიერთებები და წყალგამშვები მილების მოწყობა.

მუსხში წლების განმავლობაში, სოფლამდე მისასვლელი გზა დაზიანებული იყო. ადგილობროვებს გადაადგილება უჭირდათ, ამიტომ ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან გზის რეაბილიტაციას მუდმივად მოითხოვდნენ.

1200 მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, 2016 წლისათვის დასრულდება. პროექტის გაგრძელება მომავალ წელსაც იგეგმება.

 

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 22/04/2016 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე