ახალციხის მოსახლეობა ქალაქში არსებულ ჰაერის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ჩივის. ადგილობრივების თქმით, მტვერი განსაკუთრებით შემაწუხებელი, ზაფხულში და ქარიან ამინდშია. ახალციხელების აზრით, აღნიშნული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი, ქუჩების მორწყვაა.
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, სარწყავი მანქანების გამოყენების პრაქტიკაზე საუბრობს ეკოლოგი. ზაზა სამსონიძის თქმით, ახალციხის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მტვერი ქალაქსაც აბინძურებს და ადამიანის ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის.
სარწყავი მანქანის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობენ შპს ,,კეთილმოწყობაში.“ გიორგი ლონდარიძის თქმით, კომპანიას ერთი სარწყავი მანქანა აქვს, რომელსაც ძირითადად, ქალაქში მწვანე საფარისა და ყვავილების მოსარწყავად იყენებენ. უფროსის მოივალეობის დროებითი შემსრულებელი ირწმუნება, რომ შპს ,,კეთილმოწყობა,“ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ცენტრალური ქუჩების დანამვას იწყებს.
ეკოლოგების თქმით, ახალციხეში, ცენტრალური ქუჩების მორწყვის შემთხვევაში, მტვრის -რაოდენობა შემცირდება, ჰაერის ეკოლოგიური მდგომარეობა კი გაუმჯობესდება. გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურის დროს გზის დანამვა, ასფალტის საფარსაც გააგრილებს.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქისთვის მეორე სარწყავის მანქანის შეძენას არ აპირებენ.