„თანადგომა შვილებს“ – ასე ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის პრეზენტაცია დღეს, 21 აპრილს ასოციაცია „ტოლერანტის“ ოფისში გაიმართა.

ორგანიზაციაში, ძირითადად, ის მშობლები გაერთიანდნენ, რომელთა შვილებიც „ტალიტა კუმის“ ბენეფიციარები არიან.
დამფუძნებლების განმარტებით, მათი მიზანი, შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და მხარდაჭერაა. მათივე თქმით, დახმარება არა მარტო შშმ პირებს არამედ მათ მშობლებსაც სჭირდებათ.
სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის აუცილებელი მედიკამენტებისა და ეტლების შესაძენად, ორგანიზაცია სამომავლოდ ფინანსების მოძიებას შეეცდება. გარდა ამისა, აქტიურად ითანამშრომლებენ ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
You must be logged in to post a comment.