”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში “წიგნის კვირეულის”დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

13055306_1128167573901418_7813635024305099244_n.jpgახალციხის მუნიციპალიტეტში „წიგნის კვირეული“-ს დასკვნითი ღონისძიება მოეწყო. ადგილობრვი თვითმმართველობის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა მოწვეული სტუმრებისა და თავიანთი თანატოლებისთვის რჩეული ნაწარმოებების პრეზენტაცია გამართეს. 

მარიო პიუზოს „ნათლია“, დავით ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, ჯონი გრინის „ალასკის ძიება“ და „ქაღალდის ქალაქი“-ეს ის ოთხი ერთმანეთისაგან ჟანრობრივად განსხვავებული ნაწარმოებია, რომელიც აუდიტორიას ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამთა კაპანაძემ წარუდგინა. იგი მსმენელებს იმ განცდებსა და ემოციებზე ესაუბრა, რომელიც წიგნის წაკითხვისას დაეუფლა.

ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დებმა ქეთი და ნინო ჩინჩალაძემ კი პრეზენტაცია ქართველ გამოჩენილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეზე, აკაკი წერეთელზე გააკეთეს. ახალგაზრდებმა ქართველი მგოსნის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.

ჯგუფური პრეზენტაცია გააკეთეს ვალის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა . მათ არჩევანი რემარკზე შეაჩერეს და მოწვეულ სტუმრებსა და ახალგაზრდებს მწერლის ორი ნაწარმოები-„ ტრიუმფალური თაღი“ და „სამი მეგობარი“ გააცნეს. მწერლის ბიოგრაფიულ ნაწილთან ერთად მათ ნაწარმოებებიდან ცნობილი ფრაზები მოიყვანეს.

პრეზენტატორებს შორის იყო ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი პიტიაშვილი. მან რამდენიმე ნაწარმოებზე ისაუბრა, მათ შორისო იყო ახალგაზრდებისათვის საყვარელი ჯოან როულინგის “ჰარი პოტერი”.

ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია. შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

23 აპრილს მსოფლიო წიგნის საერთაშორისო დღეს ზეიმობს. „წიგნის კვირეული“ ახალციხეში სწორედ აღნიშნულის ფარგლებში მოეწყო.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე