სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლები, დამწყები და მოქმედი ჟურნალისტები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში ხალხური რეწვის ოსტატს მარიამ ჟუჟუნაძეს ესტუმრნენ. მათ სკოლა-მუზეუმი დაათვალიერეს და მასპინძლისგან მესხური ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
მარო ბაბომ, სტუმრებს სახელდახელოდ ტრადიციული კერძები – ბიში და ლუხუმი გამოუცხო და მესხური, ხალხური სიმღერები შეუსრულა.
სტუმრების თქმით, მაირიამ ჟუჟუნაძე მესხეთის სიამაყეა, მისი შრომა მისაბაძი და დასაფასებელია.
You must be logged in to post a comment.