ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომამდგენელი კურორტ აბასთუმანში, გივი ყულჯანიშვილი თავისუფალია. მან საპატიმრო დაწესებულება, სამი თვით ადრე დატოვა. პირობით ვადამდე გათავისუფლებას ადასტურებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლი განმარტავს, რომ ყულჯანიშვილს პატიმრობის ვადა ივნისში ეწურებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამბობენ, რომ გივი ყულჯანიშვილს განაჩენი 2015 წლის დეკემბერში გამოუტანეს. მან ბრალი აღიარა, ამიტომ მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყულჯანიშვილს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამისა, მას 10 ათასი ლარი ჯარიმა და 5 წელი პირობით გამოსაცდელი ვადა შეეფარდა. ამასთან, 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 24 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომამდგენელი კურორტ აბასთუმანში, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ყულჯანიშვილი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მოქალაქეს მფარველობას დაჰპირდა. შესაბამისი ნებართვისა და პროექტის გარეშე ორი სარეკლამო ბანერის განთავსების სანაცვლოდ მან მოქალაქეს ქრთამის სახით 400 აშშ დოლარი და 1200 ლარი გამოართვა.
რუსუდან გვარამაძე
You must be logged in to post a comment.