”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენი–მოხეს 12 კილომეტრიანი გზის მშენებლობა წელს დასრულდება

12998519_1093981997356877_646322745457342532_n.jpgადიგენი–მოხეს 12 კილომეტრიანი გზის მშენებლობა წელს დასრულდება. ადიგენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება, ეწყობა გაბიონები, მილხიდები და უსაფრთხოების ბარიერები. ამასთან ერთად დასახლებულ პუნქტებში თანამედროვე სტანდარტების მოსაცდელები შენდება.

მიმდინარე სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და გამგებლის მოადგილემ მინდია ჯელიამ ადგილზე მოინახულეს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
დასრულებული პროექტი კი გაამარტივებს გადაადგილებას და შეამცირებს მგზავრობის დროს.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 16/04/2016 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე