”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

15-17 აპრილს საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

amindi15 აპრილს საქართველოში  თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +21 , + 26° გრადუსი იქნება.

16 აპრილს საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ელჭექის ხასიათის წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა +13, +18° – მდე დაიკლებს. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება.

უამინდობა შენარჩუნდება 17 აპრილს ღამის საათებშიც, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი.

17 პრილს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, 18 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 15/04/2016 by in საზოგადოება and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე