”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გიორგი კვირიკაშვილი რეგიონული მედიის ჟურნალისტებს შეხვდება

გიორგი-კვირიკაშვილი.jpgსაქართველოს პრემიერ მინისტრი რეგიონული მედიის ჟურნალისტებს შეხვდება. გიორგი კვირკაშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღეიდან, 15 აპრილიდან იწყებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ შეხვედრას პრემიერი 20:30 საათზე, საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან გამართავს. კვირიკაშვილი  მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს, რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

პრემიერ მინისტრი, ეტაპობრივად, შეხვდება რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებს და მათ კითხვებს უპასუხებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე