”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძაში, ინფრასტრუქტურული პროექტები, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა მოინახულა

ასპინძის მუნიციპალიტეტში, მონიტორინგის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა მოინახულა. აკაკი მაჭუტაძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, ორგორა–საყუდაბელის გზის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. სამწლიანი, გარდამავალი პროექტი გასულ წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდება. წელს 4 კილომერტამდე გზის საფარი მოასფალტდება და მასზე 760 ათასი ლარი დაიხარჯება. მომავალ წელს, პროექტის დასრულებისთვის დაახლოებით, მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომლითაც რვა კილომეტრამდე გზა მოასფალტდება.

რეგიონული განვითარების ფონდიდანაა დაფინანსებული დაბა ასპინძისა და სოფელ ოთის დამაკავშირებელი გზა, სადაც სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე