პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი ახალციხეში არასამთავრობო სექტორს შეხვდა. მონაწილეებმა შეხვედრაზე საზოგადოებაში არსებული პრობლემები განიხილეს და მათი მოგვარების გზები დასახეს.
ახალციხის ოფისის ახალგაზრდული მმართველობის კოორდინატორის ედუარდ კიკნაძის თქმით, საქართველოს განვითარების ფონდი ადგილობრივ ორგანიზაციებთან აქტიურად ითანამშრომლებს. სამომავლოდ ერთობლივ სტრატეგიას შეიმუშავებენ, რაც რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
შეხვედრას ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.