ახალციხეში 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე ქვეითად მოსიარულეს მსუბუქი მარკის ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკა “იმედში” უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ დაშავებული კვლავ უგონოდ არის. აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანება. ამ დროისათვის მამაკაცს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, იგი დაშავებული არ არის. ამბობს, რომ ახალგაზრდა, რომელსაც დაეჯახა, მისივე თანაკურსელია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
You must be logged in to post a comment.