ახალციხის #1 ბაგა ბაღში გათბობა არ მუშაობს. დაწესებულებაში განმარტავენ, რომ თავდაპირველად, გაზის ცენტრალური გაყვანილობა დაზიანდა. თანამშრომლები იძულებული გახდნენ, ბავშვები ელექტრო გამათბობლებით გაეთბოთ, რამაც მრიცხველის დაზიანება გამოიწვია.
აღსაზრდელების მშობლები აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ნანა ბერიძის თქმით ორივე პრობლემა ხვალ დილით მოგვარდება.
გაზაფხულის სეზონის დადგომის გამო, ბაღებში გათბობა 15 აპრილიდან გამოირთვება.