”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჰაერის დაბინძურების კუთხით, ახალციხე ერთ–ერთ სუფთა ქალაქად დასახელდა

12983273_1127379720647448_8723894580215211781_o.jpgგარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ ზუგდიდი, თელავი და ახალციხე ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე სუფთა ქალაქებად დაასახელა. მისი განმარტებით, ჰაერის დაბინძურება პირდაპირ არის დაკავშირებული როგორც ტრანსპორტთან და მის გამონაბოლქვთან, ასევე მშენებლობებთანაც.

პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მშენებლობების დროს ჰაერის ცირკულაცია არ ჩაიკეტოს, რათა ჰაერის მასების გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს.

12 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაგრატია საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებსაც შეეხო. როგორც გაირკვა, ჰაერის დაბინძურების კუთხით საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, სადაც მტვრის მაქისმალური კონცენტრაცია 1.8- ჯერ აღემატებოდა ნორმას. ზესტაფონში, სადაც მტვრის მაქსიმალური კონცენტრაცია 4.4-ჯერ აღემატებოდა ნორმას, რუსთავში, სადაც მტვრის კონცენტრაცია 1.7-ჯერ აღმატებოდა ნორმას და ქუთაისში სადაც, მტვრის კონცენტრაცია 4.2-ჯერ აღემატებოდა ნორმას.

 

 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე