ახალციხეში მესხი საზოგადო მოღვაწე ქალბატონებისთვის საღამო გაიმართა, სადაც სხვადასხვა პერიოდში ხელოვნების დარგში, პედაგოგიურ საქმიანობასა და სამედიცინო სფეროში მოღვაწე ქალბატონების დამსახურებები გაიხსენეს.
ღონისძიების ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას მედიკო ჟღენტის, ცისანა ახვლედიანის, გალინა ხვიჩიას, ნუნუ აბდუშელიშვილისა და რუსუდან სისაურის მოღვაწეობა შეახსენეს და მესხეთში სამედიცინო, კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრების აღორძინებაში მათ მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრეს.
ღონისძიების ბოლოს საზოგადო მოღვაწეებს ახალციხის მერიამ მადლობის სიგელი და საოჯახო ტექნიკა გადასცა.
საღამოს ორგანიზება კულტურის სამსახურმა გაუწია.