”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

NDI – ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა

EVROKAVSHIRI.jpgNDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია.

შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული კურსი ევროკავაშირში გაწევრიანების შესახებ, რესპონდენტთა 77 %-მა დადებითი პასუხი გასცა. შეკითხვაზე უარყოფითი განწყობა გამოკითხულთა მხოლოდ 14 %-მა დააფიქსირა.

როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა მაჩვენებელი წინა – აგვისტოში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით გაზრდილია. მაშინ ევროპული ინტეგრაცია მისაღები გამოკითხულთა 60 %-სთვის იყო.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, ალიანსის წევრობას მხარს რესპონდენტთა 69  % უჭერს, 19 % კი წინააღმდეგია.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

“ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო “რუმსში” მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე