ადიგენის მუნიციპალიტეტში 2016 წელს ოთხი მსხვილი პროექტი განხორციელდება. პროექტებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. აღნიშნულისთვის ფონდმა 2 142 000 ლარი გამოყო.
ადიგენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს ქვემო ენთელი-ფხეროს მიმართულებით ასფალტი დაიგება. ჩორჩანს, დიდი სმადასა და პატარა სმადას სასმელი წყლის სისტემა მოუწესრიგდება . ზანავი-პატარა ზანავი-ჭელას მონასტრის მიმართულებით გზა მოასფალტება. ასევე, დაგეგმილია დაბა ადიგენის ცენტრალური ქუჩების – ბალახაშვილისა და ჩადუნელის უბნების მოასფალტება.
აღნიშულ პროექტებზე გამოცხადებულია ტენდერები, აქედან სამი გამარჯვებული უკვე გამოვლენილია და ხელშეკრულება დადებულია.
You must be logged in to post a comment.