
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვიდეო–ხაფანგმა მურა დათვი, დააფიქსირა. აღნიშნულის შესახებ ვიდო–მასალას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტარაციაში აცხადებენ, რომ ვიდეო და ფოტო–ხაფანგებით პარკის ტერიტორიაზე მურა დათვის დაფიქსირების შემთხვევები ხშირია.
მურა დათვი, ძირითადად, გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში ბინადრობს, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგგან საერთოდ განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს, 75-195 დღემდე ეძლევა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს.
You must be logged in to post a comment.