”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხე-წყრუთი-ჭვინთა-ელიაწმინდის მიმართულებით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

gza.jpgახალციხე-წყრუთი-ჭვინთა-ელიაწმინდის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  აღნიშნული მონაკვეთი წყრუთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ეტაპზე საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა, ზედმეტი გრუნტის მოჭრა და გატანა ხდება.

მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

პროექტის ფარგლებში, ასფალტო-ბეტონის გზა 1300 მეტრზე დაიგება. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხები, მილხიდები, მისასვლელები და მიერთებები.

რეგიონული განვითარების ფონდიდან სამუშაოები მიმდინარეობს წყალთბილა-ნაოხრების გზის მონაკვეთზეც, სადაც პროექტის ფარგლებში 430 მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება. სარწყავი არხების გადაკვეთის ადგილებზე კი მილხიდები მოეწყობა.

რეგიონული განვითარების ფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 9 პროექტი დაფინანსდა. აქედან, სამუშაოები მხოლოდ ახალციხე-წყრუთი-ჭვინთა-ელიაწმინდისა და წყალთბილა-ნაოხრების მონაკვეთებზეც მიმდინარეობს. ახლო მომავალში დაიწყება ანისა და ანდრიაწმინდის გზების რეაბილიტაცია. აწყურის სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. სვირი–ბოგა–ტატანისის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი კი ჩაიშალა; ხოლო, მუსხის, საძელისა და სხვილისის გზების რეაბილიტაციის პროექტები შეჩერებულია.

გამგეობის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდმა ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ცხრა პროექტი  2 344 990 ლარით დააფინანსა. პროექტები მუნიციპალიტეტის 5%–იანი თანადაფინანსებით განხორციელდება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე