”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში მხიარული სტარტების შესარჩევი ტური ჩატარდა

ახალციხეში ,,მხიარული სტარტების“ შესარჩევი ტური ჩატარდა. მასში მონაწილეობა თემის შვიდმა, ხოლო ქალაქის ოთხმა სკოლამ მიიღო.  თითოეული გუნდი 12 მოსწავლით იყო დაკომლექტებული, რომლის შემადგენლობაშიც 11–დან 15–წლამდე ასაკის გოგონები და  ვაჟები შედიოდნენ.

,,მხიარული სტარტების“ კოორდინატორის მამუკა გონაშვილის თქმით, შესარჩევი ტურიდან ქულების მიხედვით 4 გუნდი შეირჩევა, რომლებიც 10 აპრილს ფინალურ შეხვედრაზე პირველობისთვის იასპარეზებს.

გამარჯვებული სკოლის გუნდი თასით დაჯილდოვდება და  შემოდგომით დაგეგმილ ეროვნულ ჩემპიონატში იასპარეზებს.

ღონისძიებას ორგანიზება მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მერიამ გაუწიეს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე