”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში აგროტურიზმის განვითარების სტრატეგია განიხილეს

ახალციხის გამგეობაში  სამცხე-ჯავახეთის აგროტურიზმის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო ორგანიზაცია „Mercy corps”-ის წარმომადგენელმა აღნიშნული მიმართულებით, რეგიონში არსებულ რესურსებზე ისაუბრა.  ლიკა მარღანიას თქმით, აგროტურიზმი საქართველოსთვის ახალი რაკურსია, თუმცა, ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარებისთვის პოტენციალი დიდია.

აგროტურიზმის მიზანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა  ტურიზმს, დაუკავშირდეს, დაინტერესებული ვიზიტორი ფერმერულ საქმიანობაში ჩაერთოს. შედეგად კი მასპინძელს შემოსავლის წყარო გაუჩნდეს.

აგრო ტურიზმის განვითარების სტრატეგია, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა (ICCN) და  “მერსი ქორფსის” მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდა.

პროექტის ფარგლებში აგროტურიზმის სტრატეგიის დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა და მოსახლეობაში გავრცელდა.

პროგრამა  ამ ეტაპზე სამცხე–ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE