”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჯუნა ნათენაძე ახალციხის ციხეზე სამუშაოდ აღარ დაბრუნდება

juna natenadzeახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებას აღარ აპირებს. ჯუნა ნათენაძემ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, 7 აპრილს მიიღო. მისი განმარტებით, ახალციხის ციხის დირექციამ სამსახურში დაბრუნების შესახებ ბრძანება დაწერა, თუმცა მან დაბრუნება აღარ ისურვა და შესაბამისად, ხელი არც დოკუმენტს მოაწერა. ჯუნა ნათენაძის თქმით, ციხის ადმინისტრაცია მას განაცდური დღეების ანაზღაურებასაც დაპირდა. ახალციხის ციხეს აღნიშნულის აღსრულება რაიონულმა სასამართლომ დააკისრა.

“მე სამართლებრივად ვიბრძოლე და ამით მინდოდა ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. მეჩვენებინა, რომ სამართლებრივად ბრძოლა საშიში არ არის და გაჩუმებას ჯობია იბრძოლო” – აცხადებს ჯუნა ნათენაძე “მეცხრე არხთან”.

შეგახსენებთ, რომ მუზეუმის მეთვალყურეს სხვა თანამშრომლებთან ერთად, 31 დეკემბერს ციხის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. მოგვიანებით, მათი უმრავლესობა სამსახურში დაბრუნდა. ნათენაძისთვის ხელშეკრულების გაგრძელებას ადმინისტრაცია აღარ გეგმავდა, ამიტომ მან ციხის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა გადაწყვიტა.

მისი სარჩელი, მოსამართლე გია ბერაიამ სრულად დააკმაყოფილა. პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში  18 თებერვალს გაიმართა. მოსარჩელე მხარე, გათავისუფლების შესახებ, ახალციხის ციხის #216 ბრძანების ნაწილობრივ გაბათილებას, ჯუნა ნათენაძის თანამდებობაზე აღდგენას, განაცდური დღეების ანაზღაურებასა და ყოველ გაცდენილ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0,07 %–ის დამატებას ითხოვდა.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქართველოს შრომით კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, ჯუნა ნათენაძის შრომითი ხელშეკრულება, უვადოს სტატუსით სარგებლობდა, ამიტომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო.

თიკო კურტანიძე

 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე